ჩვენ შესახებ

კომპანია Medway 2014 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და ჯანდაცვის სექტორში ინოვაციურ, მაღალი ხარისხის ტექნოლოგიებს ნერგავს.

ჩვენი მისია

ჩვენი მთავარი მიზანია დავამკვიდროთ დასავლური სტანდარტები, რათა ხელი შევუწყოთ პაციენტების ჯანმრთელობის გაუმჯობესებას.

ჩვენი გუნდი მუდმივად ზრუნავს თქვენს საჭიროებებზე – ვთანამშრომლობთ, როგორც მსხვილ, ისე მცირე და საშუალო სამედიცინო დაწესებულებებთან და ვითვალისწინებთ მათ ინდივიდუალურ მოთხოვნებს.

რას გთავაზობთ?

Medway გთავაზობთ პროდუქციისა და სერვისების სრულ სპექტრს, რაც ორგანიზაციებს საშუალებას აძლევს დანერგონ თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიები და გააუმჯობესონ არსებული ინფრასტრუქტურა.

ჩვენი პრიორიტეტია მივაწოდოთ საუკეთესო პროდუქცია და დავეხმაროთ ყველას, ვისაც ეს სჭირდება.

დაარსების დღიდან Medway აქტიურად იკვლევს მზარდ ბაზრებს, რათა შემოგთავაზოთ თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიები და პაციენტზე ორიენტირებული მომსახურება.

ჩვენი ძირითადი ბაზრებია:

საქართველო
სომხეთი
აზერბაიჯანი
უზბეკეთი
თურქმენეთი

logo-img